ელჩე-ბარსელონა 0:0 - საინტერესო ფაქტები
გთავაზობთ იმ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს, რომლებიც "ელჩესთან" გამართულ მატჩში დაფიქსირდა.
- "ბარსელონამ" კარი მშრალად ბოლო 9 მატჩში პირველად შეინახა;
- ეს იყო მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მიერ ჩატარებული მე-4 უგოლო ფრე;
- მიმდინარე სეზონში მეორედ მოხდა, რომ "ბარსელონამ" ზედიზედ 2 ფრე ითამაშა. წინა ასეთი შემთხვევის შემდეგ, ტატა მარტინოს შეგირდებმა "რეალი" "კამპ ნოუზე" ანგარიშით 2:1 დაამარცხეს;
- "ბარსელონამ" გოლი მიმდინარე სეზონში უკვე მე-8 თამაშში ვერ გაიტანა, რაც 2007-08 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა;
- ალვესმა (12) და ბარტრამ (10) მეტოქეს ბურთი ყველაზე მეტჯერ აართვეს;
- "ბარსელონას" ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 99 გოლი აქვს გატანილი. კატალონიელებს კვლავ ერთი გოლი ჭირდებათ იმისათვის, რომ 100-გოლიან ნიშნულს ზედიზედ მე-3 სეზონში მიაღწიონ;
- სესკ ფაბრეგასმა "ბარსელონას" მაისურით 150-ე თამაში ჩაატარა. მან 106-ჯერ მოიგო, 28-ჯერ ფრედ ითამაშა და 16-ჯერ წააგო;
- მარკ ბარტრამ ზედიზედ მე-5 თამაში დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, რაც პირველ გუნდში მისი გადმოსვლის შემდეგ პირველად მოხდა;
- ლეო მესი ძირითად შემადგენლობაში ბოლო 23 მატჩში იყო. მის შემდეგ ხავიერ მასკერანო მოდის (16).
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]