ადრიანო: „კიდევ ერთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება“

ადრიანო: „კიდევ ერთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება“

"ბარსელონას" ბრაზილიელი უნივერსალი მცველი ადრიანო მიიჩნევს, რომ მის გუნდს ესპანეთის ჩემპიონობის ხელიდან გაშვების უფლება არ აქვს.

37-ე ტურში, "ბარსელონამ" "ელჩესთან" ქულები დაკარგა, მაგრამ პარალელურ მატჩში "ატლეტიკომ" "მალაგას" ვერ მოუგო. ბოლო ტურში "ბარსა" და "ატლეტიკო" ერთმანეთს ხვდებიან. მოგების შემთხვევაში ტატა მარტინოს გუნდი ქვეყნის ჩემპიონობას იზეიმებს.

"მოგებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დღეს ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ კიდევ ერთი შანსი მივიღეთ, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

"ელჩესთან" ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ.

დიდი უპირატესობაა, როდესაც ჩემპიონატის ბედის საკუთარ მოედანზე გადაწყვეტა შეგიძლია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.