ფაბრეგასი არ აპირებს გადასვლას

ფაბრეგასი არ აპირებს გადასვლას

ფრანსესკ ფაბრეგასი არ აპირებს ამ ზაფხულს კატალონიური კლუბიდან წასვლას, იტყობინება El Mundo Deportivo.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი ფეხბურთელისადმი ინტერესი გამოიჩინეს ინგლისურმა კლუბებმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "მანჩესტერ სიტიმ", სესკს ჯერ არ მიუღია მათგან ოფიციალური შემოთავაზებები.

როგორც წყარო აღნიშნავს, 27 წლის ესპანელის აზრით ის შესანიშნავად მოერგება ლუის ენრიკეს სტილს და სწორედ ამიტომ აპირებს კლუბში დარჩენას.

შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით "სელტას" მწვრთნელი და "ბარსელონას" ექს-ფეხბურთელი ლუის ენრიკე სავარაუდოდ კატალონიურ კლუბს მომავალი სეზონიდან ჩაიბარებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 36 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.