გაბი: "დიეგო კოშტა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ "ბარსას" წინააღმდეგ შეძლოს თამაში"

გაბი: "დიეგო კოშტა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ "ბარსას" წინააღმდეგ შეძლოს თამაში"

მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, გაბიმ, განაცხადა, რომ "როხიბლანკოს" თავდამსხმელი, დიეგო კოშტა, მხოლოდ "ბარსელონასთან" თამაშზე ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელმა კატალონიელებთან გამართულ წინა შეხვედრაში ტრავმა გაირთულა, რის გამოც ადრე მოუხდა მოედნის დატოვება. იტყობინება ესპანური პრესა.

აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ კატალონიურ–მადრიდული დაპირისპირება 1:1 დასრულდა "კამპ ნოუზე".

"ბარსელონასთან" გასამართი მატჩის წინ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ვფიქრობ, ჩვენ დავიმსახურეთ ასეთი განწყობა. რა თქმა უნდა, დიდ როლს ითამაშებენ გულშემატკივრებიც. იმედი მაქვს, ისინი შეხვედრის დაწყებამდე რაც შეიძლება ადრე შეიკრიბებიან, რადგან კლუბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თამაშია. რაც შეეხება დიეგო კოშტას, ის მხოლოდ იმას ცდილობს, რომ მოედანზე გამოსვლა შეძლოს". დაასრულა გაბიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.