მესი ისტორიის წერას განაგრძობს

მესი ისტორიის წერას განაგრძობს

ლიონელ მესი განაგრძობს ისტორიის წერას. არგენტინელმა ფეხბურთელმა გუშინდელი თამაშის შემდეგ ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო გამტანთა შორის მეორე ადგილი დაიმკვიდრა, გადაუსწრო რა უგო სანჩესს. "რწყილი" ასევე "კლასიკოს" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. 

ლიონელ მესიმ გუშინდელ მატჩში შესრულებული ჰეთ–თრიქით მოახერხა და 236–მდე აიყვანა ლა ლიგაში საკუთარი გოლების რაოდენობა. ამით მან გადაუსწრო უგო სანჩესს (234 გოლი) და ახლა მის წინ მხოლოდ ტელმო ზარაა, რომელმაც თავის დროზე მოახერხა და 252–ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლეომ წინა ტურის მატჩებში გადაუსწრო რაულსა (228 გოლი) და დი სტეფანოს (227 გოლი). 

იკერ კასილიასი გახლავთ მეკარე, რომლის კარიც ყველაზე მეტჯერ აქვს აღებული მესის "კლასიკოებში". არგენტინელმა ესპანელ ლეგენდას 17 გოლი გაუტანა, ხოლო დიეგო ლოპესს – 4. 

მესიმ "კლასიკოში" გატანილი გოლებით გადაასწრო ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან: დი სტეფანო (18), რაული (15), სეზარი (14), ხენტო (14), პუშკაში (14) და სანტილიანა (12). აქვე უნდა ვთქვათ, რომ მადრიდის "რეალის" მოქმედი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტჯერ რონალდუმ (13) აიღო კატალონიელთა კარი. 

ლიონელ მესიმ 14 გოლი ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში შეუგდო "რეალს", 5 ესპანეთის სუპერ თასზე და 2–იც ჩემპიონტა ლიგაზე. ერთადერთი ტურნირი, სადაც ლეომ ჯერჯერობით ვერ მოახერხა მადრიდელთა კარის დალაშქვრა, გახლავთ ესპანეთის სამეფო თასი. 16 აპრილს კი ამის ბრწყივნალე შანსი აქვს არგენტინელ ვარსკვლავს, რამეთუ აღნიშნული თასის ფინალში ერთმანეთს სწორედ ესპანური გიგანტები უპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 28 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.