მასკერანოს მეასე მატჩი ლა ლიგაზე

მასკერანოს მეასე მატჩი ლა ლიგაზე

გუშინ "ხოსე სორილიაზე" გამართული შეხვედრა ხავიერ მასკერანოსთის ლა ლიგაზე "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებული მეასე მატჩი გახლდათ. 

არგენტინელი "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" 2010 წელს გადმოვიდა, პირველი შეხვედრა კი "ერკულესის" წინააღმდეგ გამართა, სადაც სამწუხაროდ გუნდი ანგარიშით 0-2 დამარცხდა. მან კარიერა ცენტრალური ნახევრმცელის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა მალე ცენტრალური მცველის პოზიცია დაიკავა. პირველივე სეზონზე ფეხბურთელმა 27ჯერ მოირგო "ბლაუგრანას" მაისური, 2011/12 წლების სეზონზე კი არგენტინელმა 31 მატი ჩაატარა, მომდევნო სეზონზე - 25. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მან ჯერჯერობით 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ჯამში, მასკერანოს "ბარსელონაში" 169 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 100 ლა ლიგაზე, 25 ესპანეთის სამეფო თასზე, 35 ჩემპიონთა ლიგაზე, 6 ესპანეთის სუპერ თასზე, ერთი ევროპის სუპერ თასზე, ორი კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე. 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.