პელეგრინი: "დისკვალიფიკაცია არ დამიმსახურებია"

პელეგრინი: "დისკვალიფიკაცია არ დამიმსახურებია"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ჩილელმა სპეციალისტმა, მანუელ პელეგრინიმ კომენტარი გააკეთა, უეფას გადაწყვეტილებაზე მის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით.

როგორც იცით, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ, სადაც "მანჩესტერ სიტი" "ეტიჰადზე" კატალონიის "ბარსელონას" (0-2) მასპინძლობდა, უეფამ პელეგრინის ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

"მე ვფიქრობ, რომ ორმატჩიან ან სამმატჩიან დისკვალიფიკაციას არ ვიმსახურებდი. ორი დღის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განვაცხადე, რომ ის არასწორად მოიქცა.

მიუხედავად ამისა, მაინც ვაგრძელებ იმის მტკიცებას, რომ იმ მომენტში, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა, პენალტი არ იყო. ამის განხილვის გაგრძელებას არ ვაპირებ." - განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

შეგახსნებთ, რომ ჩილელი სპეციალისტი "ბარსელონასთან" მატჩში, ჯონას ერიკსონმა გააძევა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ გუნდებს შორის განმეორბითი მატჩი, კატალონიაში, "კამპ ნოუზე", 12 მარტს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.