„ალმერიასთვის“ მზადება გრძელდება

„ალმერიასთვის“ მზადება გრძელდება

"ბარსელონა" აგრძელებს მზადებას შაბათის, "ალმერიას" წინააღმდეგ მატჩისთვის. გუნდმა პარასკევს დილით კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარა "სიუტატ ესპორტივოზე". როგორც ხუთშაბათს, ჟორდი ალბა ნორმალურ რეჟიმში ვარჯიშობდა, ხოლო ხოსე მანუელ პინტო სპეციალური პროგრამით ივარჯიშა. ტრავმირებულები პიკე, კუენკა და დოს სანტოსი აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ. პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშეს "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელებმა, სერხი გომესმა და ორთოლამ.

"ბარსას" მომდევნო სავარჯიშო სესია დაგეგმილია შაბათს დილით. "კამპ ნოუზე", "ალმერიას" წინააღმდეგ მატჩი გაიმართება კვირას, 23:55 საათზე (თბილისის დროით).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.