ჰაინკესი: „მესი მარადონასა და პელეს დონეზე თამაშობს“

ჰაინკესი: „მესი მარადონასა და პელეს დონეზე თამაშობს“

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა, ბოლო "ოქროს ბურთის" სამი ნომინანტი ერთმანეთს შეადარა.

ფიფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში მან ლიონელ მესიზე, კრიშტიანუ რონალდუსა და ფრანკ რიბერიზე ისაუბრა.

"სამივე ფანტასტიკური ფეხბურთელია და თითოეული მათგანი მაღალი დონის. მესიმ მოიგო "ოქროს ბურთი" წინა ოთხი წლის განმავლობაში. ის გენიოსია და რა თქმა უნდა, მარადონასა და პელეს დონეზე თამაშობს. თუმცა, როგორ თამაშობს კრიშტიანუ რონალდუ, წარმოუდგენელია. ის ძლიერია ფიზიკურად და ძალიან საშიში კარის წინ. ის კიდევ ერთი უნიკალური ფეხბურთელია,".

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ფრანკ რიბერი გახდა ნამდვილი გუნდური ფეხბურთელი "ბავარიაში". მას აქვს დიდი ინდივიდუალური ნიჭი, რომელიც აშკაარა, როცა ის ქმნის მომენტებს და იტანს, მაგრამ, ალბათ, არ არის ისეთი კარგი, როგორიც მესი და რუნალდუ. თუმცა, მან ისწავლა დაცვის დახმარება და გუნდზე თამაში. ვფიქრობ, ჩვენი წარმატება გასულ წელს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ჩვენ ვმოქმედებდით კოლექტიურად. რიბერი შესანიშნავად ჯდება ამ სისტემაში," - განაცხადა ჰაინკესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.