პსჟ: 250 მილიონი ევრო მესისთვის

პსჟ: 250 მილიონი ევრო მესისთვის

პარიზული კლუბი სერიოზულად აპირებს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელის შეძენას, იტყობინება Lequipe.

ზაფხულში, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა მზად არის გამოყოს რეკორდული თანხა, 250 მილიონი ევრო, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავის, ლიონელ მესის შესაძენად. ეს ზუსტად იმ რაოდენობის გამოსასყიდი თანხაა, რაც მითითებულია არგენტინელის კონტრაქტში. იმ შემთხვევაში, თუ ეს სტრანსფერი განხორციელდება, ფრანგული კლუბი ახალ მსოლფიო სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტში, სატრანსფერო რეკორდი ეკუთვნის მადრიდის "რეალს", რომელმაც ლონდონის "ტოტენჰემს" უელსელი გარეთ ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაუხადა.

მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში ლიონელ მესიმ 13 მატჩი ჩაატარა. თავდამსხმელის ანგარიშზე რვა გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.