მესი:"ჩემპიონთა ლიგა გრანდიოზულია, მსოფლიოს ჩემპიონატი - განსაკუთრებული"

მესი:"ჩემპიონთა ლიგა გრანდიოზულია, მსოფლიოს ჩემპიონატი - განსაკუთრებული"

კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინზე ისაუბრა.

- რა არის უნიკალური მსოფლიო ჩემპიონატში?

- მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სრულიად განსხვავდება სხვა თამაშებისგან, იქ ატმოსფეროც საუკეთესოა. ჩემპიონთა ლიგა ეს რაღაც გრანდიოზულია, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი ეს რაღაც განსაკუთრებული.

- რას ფიქრობთ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეტოქეებზე, ბოსნია & ჰერცოგოვინაზე, ირანზე და ნიგერიაზე?

- ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ იოლი ჯგუფი შეგვხვდა, თუმცა ჩემი აზრით მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტი მეტოქე არ არსებობს.

- 2014 წელს, ლიონელ მესი იქნება...

- არ ვიცი. ვიმედოვნებ ეს წელი წარმატებული იქნება "ბარსელონასთვის" და არგენტინის ნაკრებისათვის. მაგრამ არა მხოლოდ მესისათვის, არამედ ყველა ფეხბურთელისთვის" - განაცხადა მესიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.