"ბარსელონა" სტადიონს არ შეიცვლის

"ბარსელონა" სტადიონს არ შეიცვლის

როგორც კატალონიის "ბარსელონას" მესვეურებმა გადაწყვიტეს, "კამპ ნოუ" დარჩება იგივე ტერიტორიაზე, მაგრამ განახლებული ინტერიერითა და ექსტერიერით.

სტადიონის განახლებაზე დაიხარჯება 600 მილიონი და სტადიონის ტევადობა 105 000 ადამიანამდე გაიზრდება. ანუ "კამპ ნოუ" ევროპაში კიდევ უფრო უკონკურენტოა გულშემატკივრების ადგილების რაოდენობით. 

მშენებლობა 2017 წელს დაიწყება და 4 წელი გასტანს, ანუ ახალი "კამპ ნოუ" საბოლოო სახეს 2021 წელს მიიღებს.

ასევე აღსანიშნავია ის, რომ 600 მილიონი მხოლოდ სტადიონის მშენებლობაში არ დაიხარჯება. ასევე განახლდება საკალათბურთო არენა, აშენდება კიდევ ერთი პატარა მოედანი, განახლდება მოწყობილობები და  ასევე იგეგმება ინფრასტრუქტურისა და პარკინგის განვითარებაც. 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.