გრიმალდომ გაახანგრძლივა

  • 13-01-2014, 10:55
  • გრიმალდომ გაახანგრძლივა

    კატალონიის "ბარსელონას" რეზერვისტმა ალეხანდრო გრიმალდომ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 

    ბოლო პერიოდში "ბარსელონა ბ"-ს დატოვება ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, თუმცა მათ რიგებში ალეხანდრო გრიმალდო ნამდვილად არაა. მან უკვე მოაწერა ახალ კონტრაქტს ხელი, რომელსაც ვადა 2016 წლამდე აქვს. გამოსასყიდი თანხა 12 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ თუ ის პირველი გუნდის წევრი გახდება, გამოსასყიდი თანხა ავტომატურად გაიზრდება 35 მილიონამდე.

    "ძალიან ბედნიერი ვარ გახანგრძლივებით. ეს მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და არ გამაჩნია არანაირი სინანული იმის გამო, რომ გავახანგრძლივე. მე დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ტრავმა და კლუბი დამეხმარა ფეხზე დავმდგარიყავი. ახლა მინდა ამ კლუბს წარმატება მოუტანო." - დაასრულა გრიმალდომ. 

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.