ოფიციალურად: ინიესტა 2018 წლამდე გაახანგრძლივებს

ოფიციალურად: ინიესტა 2018 წლამდე გაახანგრძლივებს

"ბარსელონას" ოფიციალური საიტი, კლუბის პრეზიდენტის, სანდრო როსელის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ანდრეს ინიესტას კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

"ბარსელონასა" და ინიესტას შორის მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შექმნილი ვითარებით სარგებლობასა და ინიესტას გადაბირებას ევროპული გრანდები ცდილობდნენ, მაგრამ "ბარსას" რვიანი ყოველთვის აცხადებდა, რომ მისი მიზანი კარიერის კლუბში დასრულება იყო და ასეც ხდება. ოფიციალური ინფორმაციით, ანდრეს ინიესტა, რომელიც ამჟამად 29 წლისაა, "ბარსელონასთან" კონტრაქტს 2018 წლამდე გაახანგრძლივებს. ის "ბარსელონას" პირველი გუნდის მე-5 ფეხბურთელია, რომელსაც კლუბთან ხელშეკრულება 2018 წლამდე აკავშირებს. დანარჩენ ოთხეულს სერხიო ბუსკეტსი, კრისტიან ტელიო, ლიონელ მესი და ნეიმარი შეადგენენ.

ანდრეს ინიესტას მთელი საფეხბურთო კარიერა "ბარსელონაში" აქვს გატარებული. პირველ გუნდში ის 2002 წლიდან თამაშობს. კატალონიელთა მაისურით ანდრესმა 470 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 21 ტიტული მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.