აღდგენითი ვარჯიში და დასვენება

აღდგენითი ვარჯიში და დასვენება

"ბარსელონას" ფეხბურთელებმა შაბათს დილის აღდგენითი ვარჯიში კატალონიაში დაბრუნებისთანავე გამართეს. "კარტახენასთან" მოგების (4:1) შემდეგ, ტატა მარტინოს შეგირდებმა "სელტიკთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩისთვის მზადება დაიწყეს.

სათასო თამაშის შემდეგ, "ბარსელონა" ღამით კარტახენაში დარჩა, ხოლო დილით კატალონიაში გაემგზავრა. ფეხბურთელებმა პირდაპირ საწვრთნელ ბაზას მიაშურეს და აღდგენითი ვარჯიში ჩაატარეს. იმ ფეხბურთელების გარდა, რომლებმაც "კარტახენასთან" ითამაშეს, ასევე ივარჯიშეს სერხი პალენსიამ, პედრო გოდოიმ, მაქსი როლონმა და ონდოამ.

ტატა მარტინოს გადაწყვეტილებით, ფეხბურთელები კვირას დაისვენებენ, ხოლო ორშაბათს, ადგილობრივი დროით 11 საათზე, "სიუტატ ესპორტივაზე" ვარჯიშებს განაახლებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.