ბეილი: "ბარსელონასთან" პირველივე წუთიდანვე სათამაშოდ მზად ვარ"

ბეილი: "ბარსელონასთან" პირველივე წუთიდანვე სათამაშოდ მზად ვარ"

მადრიდის "რეალის" ახალწვეული ვარსკვლავი მზადაა, უახლოეს "ელ კლასიკოში" მონაწილეობა მიიღოს. ბარძაყის მცირე დაზიანების გამო, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა მოთამაშემ თავისი გუნდის რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. ბოლო მატჩებში კი იგი მოედანზე მხოლოდ შეცვლაზე შემოვიდა.

"ამ ეტაპზე მე ფორმაში ვარ და "ბარსელონას" წინააღმდეგ სათამაშოდ პირველივე წუთიდან მზად ვარ", - აცხადებს გარეთ ბეილი.

"მთელი ამ კვირის განმავლობაში მე დიდი დატვირთვით ვემზადებოდი. რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა მსურს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდის მთავარი მწვრთნელი მიიღებს".

"ჩვენ "კლასიკო" უნდა მოვიგოთ. იმედი მაქვს, ეს მატჩი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება", - დაასრულა უელსელმა გარემარბმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.