სანდრო როსელმა, კლუბის აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიმართა

სანდრო როსელმა, კლუბის აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიმართა

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა კლუბის აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა მათ იყვნენ, თავმდაბალნი და შრომისმოყვარენნი. იტყობინება, Football Espana.

"დიდი მადლობა თქვენ, რათა კლუბის ღირსებას იცავთ და ყოველივე ამას ძალიან კარგად ართმევთ თავს. თქვენ ძალიან თავმდაბალნი უნდა იყოთ და ფლობდეთ კარგ მანერებს. უნდა განაგრძოთ საკუთარ თავზე მუშაობა და გაიღოთ თქვენს ხელთ არსებული ძალები განვითარებისათვის, ეს ყველაფერი კი შრომისმოყვარეობამ უნდა განაპირობოს. ამჟამად პირველი გუნდის 17 ფეხბურთელი 25-დან - ჩვენი აკადემიის წარმომადგენელნი არიან. ეს კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია და ასევე მსოფლიო რეკორდიც." - განაცხადა, სანდრო როსელმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.