პირველი გუნდის 68% კლუბის აღზრდილია

პირველი გუნდის 68% კლუბის აღზრდილია

"ბარსელონას" პოლიტიკა თავად შექმნას ვარკვლავები უკვე მერამდენე წელია ამართლებს. ყოველწლიურად "კამპ ნოუზე" მაღალ დონეს კლუბის მიერ აღზრდილი სულ უფრო მეტი ფეხბურთელი აჩვენებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც მიმდინარე 2013/14 წლების სეზონია.

მიმდინარე სეზონზე პირველი გუნდის შემადგელობაში 25 ფეხბურთელი ირიცხება, აქედან 17 მათგანი სხვადავა დროს კლუბის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში ასპარეზობდა. რაც ნიშნავს იმას, რომ ტატა მარტინოს ფეხბურთელთაგან 68% კლუბის აღზრდილია. გასული წლების განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

2008/09 წლების სეზონზე პეპ გვარდიოლა და ტიტო ვილანოვა "ბარსელონას" პირველ გუნდს ჩაუდგნენ სათავეში. იმ წელს გუნდში მოთამაშე 24 ფეხბურთელიდან 11 კლუბის აღზრდილი იყო (თითქმის 46%). მომდევნო წელს პირველ გუნდში 21 ფეხბურთელი ასპარეზობდა აქედან მხოლოდ 10, 47% იყო კლუბის აღზრდილი.

2012 წელს პეპ გვარდიოლა ტიტო ვილანოვამ ჩაანაცვლა, მან დოს სანტოსი, ბარტრა და მონტოია დააწინაურა და პირველ გუნდში გადმოიყვანა. ამ სამმა "ლა მასიას" ფეხბურთელთა რაოდენობა გუნდში 63%–მდე გაზარდა. სწორედ ამ წელს "ლევანტეს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მონტოიას მიერ დანი ალვესის შეცვლის შემდეგ დაფიქსირდა ისტორიული ფაქტი: მოედანზე მყოფი თერთმეტივე ფეხბურთელი კლუბის აღზრდილი იყო.

მიმდინარე სეზონზე კი პირველ გუნდში მოთამაშე კლუბის მიერ აღზრდილი ფეხბურთელების რაოდენობამ 17–ს მიაღწია. ეს შედეგი "ბარსა ბდან" სერხი რობერტოსა და ოიერის დაწინაურებამ გამოიწვია, ასევე გუნდს დაუბრუნდა არენდით გაშვებული ისააკ კუენკა.

"ბარსაში" ყველაზე დიდი დრო ჩავი ერნანდესს აქვს გატარებული. ის კლუბში 10 წლის ასაკში მოვიდა, ახლა კი 33 წლისაა. კლუბში გატარებული 23 წლიდან ფეხბურთელმა 15 წელი პირველ გუნდში დაჰყო. აღსანიშნავია, რომ მაშინ როდსაც ჩავიმ პირველი გუნდის მაისური მოირგო კრისტიან ტელიო, ისააკ კუენკა, მარკ ბარტრა და მარტინ მონტოია ახალშობილები იყვნენ.

"ბარსას" მომდევნო სტაჟიანი წევრი კარლეს პუიოლია. კაპიტანი უკვე 18 წელია ამ კლუბის ღირსებას იცავს. მისი დებიუტი ძირითად გუნდში 14 წლის წინ შედგა, მაშინ როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი იყო.

კლუბში ყველაზე მცირე დრო სერხი რობერტოს აქვს გატარებული. ის "ბარსელონაში" 7 წლის წინ მოვიდა. "ბარსა ბში" გატარებული 4 წლის შემდეგ კი პირველი გუნდის ფეხბურთელი გახდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.