"მესტალია" – რთული სტადიონი "ბარსელონასთვის"

"მესტალია" – რთული სტადიონი "ბარსელონასთვის"

ზედიზედ მეორე კვირაა რაც ლა ლიგაზე "ბარსელონა" გასვლით შეხვედრას მართავს. კვირას ფეხბურთელები "მესტალიას" ეწვევიან და "ვალენსიასთან" გაარკვევენ ურთიერთობას. "ლევანტესთან" შესანიშნავი გამარჯვებისა (7–0) და მალაგაში მოპოვებული სამი ქულის შემდეგ, გუნდი ერთ–ერთ ძლიერ და რთულ მეტოქეს დაუპირისპირდება.

"ბარსელონამ" უკანასკნელად "მესტალიაზე" 2010/11 წლების სეზონზე მოიგო, მატჩის ერთადერთი გოლი კი 75–ე წუთზე არგენტინელმა ლეო მესიმ გაიტანა. 

ეს იყო ერთადერთი გამარჯვება, რომელიც გუნდმა 2008/09 წლების სეზონის შემდეგ მოპიოვა. მას შემდეგ "მესტალიაზე" გამართული ყველა შეხვედრა ფრედ სრულდებოდა. 2011/12 წლების სეზონზე "ბარსა" "მესტალიას" ესპანეთის სამეფო თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ესტუმრა, ეს მატჩიც ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა. კატალონიელებიდან ერთადერთი გოლი პუიოლის ანგარიშზეა, თუმცა "კამპ ნოუზე" მასპინძლებმა 2–0 სძლიეს მეტოქეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხეს. 

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გასულ სეზონზე გაიმართა კვლავ ფრედ 1–1 დასრულდა. ანგარიში ბენეგამ 33–ე წუთზე გახსნა, თუმცა ვალენსიელების უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა და 6 წუთის შემდეგ ლეო მესიმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. ასევე აღსანიშნავია, რომ მატჩის უკანასკნელ წუთებზე "ბარსას" მეკარემ ორი შესანიშნავი "სეივი" განახორციელა.

"მესტალიაზე" გამართული უკანასკნელი 10 შეხვედრა:

2003/04 

ლა ლიგა: "ვალენსია" 0–1 "ბარსა"

2004/05

ლა ლიგა: "ვალენსია" 0-2 "ბარსა"

2005/06

ლა ლიგა: "ვალენსია" 1-0 "ბარსა"

2006/07

ლა ლიგა: "ვალენსია" 2-1 "ბარსა"

2007/08

ლა ლიგა: "ვალენსია" 0-3 "ბარსა"

სამეფო თასი: "ვალენსია" 3-2 "ბარსა"

2008/09

ლა ლიგა: "ვალენსია" 2-2 "ბარსა"

2009/10

ლა ლიგა: "ვალენსია" 0-0 "ბარსა"

2010/11

ლა ლიგა: "ვალენსია" 0-1 "ბარსა"

2011/12

ლა ლიგა: "ვალენსია" 2-2 "ბარსა"

სამეფო თასი: "ვალენსია" 1-1 "ბარსა"

2012/13

ლა ლიგა: "ვალენსია" 1-1 "ბარსა"

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.