დელ ბოსკემ "ბარსას" 7 ფეხბურთელს უხმო

დელ ბოსკემ "ბარსას" 7 ფეხბურთელს უხმო

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ დაასახელა ის 23 ფეხბურთელი, რომელიც "ფინეთისა" და "ჩილეს" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. გამოძახებულთაგან 7 ბარსელონას ფეხბურთელია. ესენი არიან: ვიქტორ ვალდესი, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, პედრო როდრიგესი და ჩესკ ფაბრეგასი.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები სექტემბერში ორ შეხვედრას გამართავენ. პირველი მათგანი 6 სექტემბერს ჰელსინკში გაიმართება (მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო), მეორე კი ჟენევაში, სადაც ესპანელები ამხანაგურ შეხვედრაში ჩილეს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ჩილეს მთავარმა მწვრთნელმა კი ამ მატჩში მონაწილეობის მისაღებად ალექსის სანჩესს უხმო.

რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, ის 10 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში პარაგვაის დაუპირისპირდება. "ბარსადან" ალეხანდრომ მხოლოდ ლეო მესი გამოიძახა, რაც შეეხება ხავიერ მასკერანოს, ის ამ შეხვედრას გაურკვეველი მიზეზების გამო გამოტოვებს.

ორ ამხანაგურ შეხვედრას, 7 და 10 სექტემბერს, გამართავს ბრაზილიის ნაკრებიც, სკოლარიმ "ბარსადან" ნეიმარსა და დანი ალვესს უხმო. 

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მონაწილეობას მიიღებს ალექს სონგიც. კამერუნის ნაკრები 8 სექტემბერს ლიბიის ნაკრების წინააღმდეგ გაარკვევს ურთიერთობას.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.