ტერ შტეგენი: "ბორუსიასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვჩქარობ"

ტერ შტეგენი: "ბორუსიასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვჩქარობ"

"მიუნხენგლადბახისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მისი ამჟამინდელი კლუბი დატოვოს. იტყობინება, გერმანული პრესა.

წყაროს ინფორმაციით და დიდი ალბათობით ახალგაზრდა გერმანელი კატალონიის "ბარსელონაში" მიაშურებს, სადაც გამოცდილ ესპანელს, ვიქტორ ვალდესს ჩაანაცვლებს. ფეხბურთელს ამჟამინდელი კონტრაქტი 2015 წელს ეწურება და გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

"ჩვენ არ ვაპირებთ ამ საკითხში ვიჩქაროთ. საკონტრაქტო ვალდებულებების ამოწურვამდე მე საკმარისი დრო მაქვს, რათა კიდევ მოვიფიქრო." - განაცხადა, ფეხბურთელმა. 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.