ვილია: "ბარსელონას" კარში გატანილ გოლს აღვნიშნავ"

ვილია: "ბარსელონას" კარში გატანილ გოლს აღვნიშნავ"

"ბარსელონას" ყოფილმა და "ატლეტიკოს" ამჟამინდელმა ფორვარდმა დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის კარში გატანილ გოლს აღნიშნავს.

"იქ ბევრი მეგობარი მყავს. უამრავი შესანიშნავი მოგონება მაკავშირებს კამპ ნოუსთან. მაგრამ როგორც კი მატჩი დაიწყება, ისინი ჩემი მოწინააღმდეგეები გახდებიან.

ვიმედოვნებ, რომ "ატლეტიკოს" დავეხმარები. ყოველთვის აღვნიშნავდი გატანილ გოლებს. თუმცა აღნიშვნებს შორის განსხვავება იქნება, საქმე ხომ იმ კლუბს ეხება, რომელიც მიყვარს." – განაცხადა ვილიამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასისთვის მატჩი "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის ოთხშაბათს შედგება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.