"Les Corts"-იდან "ნოუ კამპამდე"


"Les Corts–ის სტადიონი, რომელიც 1922 წელს გაიხსნა, ემთხვევა "ბარსელონას" ოქროს ერას (1919–1929).
ეს პერიოდი წინ უძღვოდა იმ კრიზისს, რომელიც კლუბს თავს 30–იან წლებში დაატყდა დიქტატორ პრომო დე რივერას სახით. რივერამ არა მხოლდო დახურა "ბარსელონას" სტადიონი, არამედ სამოქალაქო ომის დროს მას სამხედრო მოედნადაც იყენებდა. მიუხედავად ამისა, სტადიონმა მაინც გააგრძელა არსებობა და "ბარსელონას" კიდევ არაერთი წარმატების მონაწილე გახდა. "Les Corts"–ზე მოთამაშე მრავალრიცხოვან დიად ფეხბურთელთა შორის გამოსარჩევი ფეხბურთელები იყვნენ 1920–იან წლებშ მოთამაშე სამიტიერი და 1950–იან წლებში მოთამაშე ლადისლაუ კუბალა.
1919–1929 წლები კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით არის შესული. ამ დროს "ბარსლონაში" თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ სამიტიერი, ალკანტარა, ზამორა, საგი, პიერა და სანჩო. 1922 წლის 20 მარტს შედგა "Les COrts"–ის პრეზენტაცია, რომელსაც შემდგომში "საფეხბურთო კათედრალი უწოდეს". ეს იყო შესანიშნავი სტადიონი, რომელიც თავიდან 30,000, შემდეგ კი 60,000 ადამიანს იტევდა. კლუბის 25 წლის იუბილეზე, 1924 წელს "ბარსელონას" ჰყავდა უკვე 12.207 კლუბის წევრი და გულშემატკივრებიც მომავალს ნათელ ფერებში ხედავდნენ. ხოლო ხუთი წლის შემდეგ, 1928–1929 წლებში გათამაშდა ლა ლიგას პირველი ჩემპიონატი, რომელშიც სწორედ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა იმარჯვეს. ამას გარდა, 20–იან წლებში "ბარსელონამ" მოიგო არაერთ კატალონიის ჩემპიონატი (1923-24, 1924-25, 1925-26, 1926-27,1927-28) და ესპანეთის თასი (1924-25, 1925-26, 1927-28). ეს ბოლო ორი გამარჯვება "ბარსელონამ" მოიპოვა "რეალ სოსიედადთან" ბრძოლაში და ორივე შემთხვევაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კლუბის მეკარეს, ფრანც პლატკოს, რომელიც შემდგომში რაფაელ ალბერტიმ თავის პოემაშიც კი მოიხსენია.

რთული დრო
მიუხედავად დიდი წარმატებებისა, მეოცე საუკუნის 20–იან ლწებში "ბარსას" იოლი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონია. 1925 წლის 14 ივნისს მაშინდელი დიქტატორის, პრიმო დე რივერას ბრძანებით "ბარსას" სტადიონი ექვსი თვით დახურეს, შემდეგ კი ხუან გამპერს აიძულეს, დაეტოვებინა კლუბის პრეზიდენტის პოსტი.1930 წლის 30 ივლისს კი პრიმო დე რივერას მონდომებმა თავისი შედეგი გამოიღო და ხუან გამპერი გარდაიცვალა. ამ დროისათვის "ბარსელონას" პრობლემების დაძლევა უხდებოდა სამ ფრონტზე: ფინანსური და სოციალური პრობლემების წარმოშობა იმ მიზეზით მოხდა, რომ პოლიტიკური რეპრესიების შედეგად კლუბის წევრთა რაოდენობა მნიშვნელოვნად დაეცა, ამას ემატებოდა წმინდა სპორტული პრობლემებიც. მიუხედვად ამისა, 1929-30, 1930-31, 1931-32, 1934-34, 1935-36 და 1937-38 წლებში "ბარსელონამ" მაინც მოახერხა კატალონიის ჩემპიონატის მოგება.

სამოქალაქო ომი
ესპანეთის სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, დიქტატორ ფრანკოს ჯარისკაცებმა გვადალახარასთან ახლოს მოკლეს "ბარსელონას" პრეზიდენტი – ხოსეპ სუნიოლი. საბედნიეროდ, ამ დროს გუნდი მექსიკაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მართავდა თამაშებს ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, ხოლო გუნდის ნახევარი ფეხბურთელები, ფრანკოს დიქტატურის გამო იძლებულნი იყვნენ მექსიკაში, ან საფრანგეთში გადასახლებულიყვნენ და ასე დაეღწიათ დიქტატორული რეპრესიებისთვის თავი. 1938 წლის 16 მარტს, ფაშისტებმა კლუბის ოფისში ბომბი ჩამოაგდეს და ააფეთქეს იგი, რამაც კლუბს დიდი ზიანი მიაყენა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ქალაქი ბარსელონა ფაშისტების მიერიყო ოკუპირებული და კატალონიელი ხალხის ნაციონალიზმის გამომხატველი გუნდის წევრების რაოდენობა საგანგაშოდ შემცირდა და 3,486 წევრამდე დავიდა.
1940 წელს კლუბის პრეზიდენტად დანიშნულ იქნა ფაშიზმის მიმდევარი ენრიკ პინეირო, რომლის პრეზიდენტობის დროსაც კლუბის ოფიციალური ინგლისური დასახელება "Futbol Club ბარსელონა", შეიცვალა უფრო ესპანურით "Club de Fútbol ბარსელონა" და 1973 წლამდე ასე იყო. ხოლო კატალონიის დროშიდან "ბარსას" ფორმაზე გადმოღებული ოთხი წითელი ზოლი ორამდე შემცირდა და ეს ცვლილება 1949 წლამდე მოქმედებდა.
40–იან წლებში "ბარსელონამ" ნელ–ნელა დაიწყო კრიზისიდან გამოსვლა, მაგრამ 1942 წელს კატალონიური კლუბი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან კინაღამ გავარდა, მაგრამ იმავე წელს მოიგო ესპანეთის თასი. მომდევნო სეზონში კი იყო სკანდალური მატჩი მადრიდის "რეალთან", რომელშიც "ბარსელონას" ფეხბურთელები არა მხოლოდ მსაჯისგან იყვნენ დაჩაგრულნი, არამედ პოლიციისგანაც იყვნენ დაშინებულნი. ამ მატჩმა ისეთ ფაშისტშიც კი, როგორიც იყო ენრიკ პინეირო, ზიზღი გამოიწვია და მან გადაწყვიტა კლუბის პრეზიდენტობიდან გადამდგარიყო.
ამის შემდეგ კი "ბარსელონას" შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო: კატალონიელებმა 1944-45, 1947-48 და 1948-49 წლებში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგეს, რასაც 1949 წელს "Latina Cup"–ის მოგებაც დააყოლეს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავდა, რომ "ბარსელონამ" დაძლია კრიზისის პერიოდი და დიდების ხანა დაუდგა. თავის 50–ე დაბადების დღეს, რომელიც "ბარსელონამ" 1949 წელს აღნიშნა, კლუბი შეხვდა 24,893 კლუბის წევრით, 21 კატალონიის ჩემპიონატის თასით, 9 ესპანეთის თასით და 4 ესპანეთის ჩემპიონატის თასით.

კუბალა და ხუთი თასი
1950 წლის ივნისში "ბარსელონაში" გამოჩნდა ახალი ვარსკვლავი სახელად ლადისლაუ კუბალა. 1951–52 და 1952–53 წლებში "ბარსამ" ორჯერ გაახერხა დუბლი და ზედიზედ ორჯერ მოიგო როგორც ესპანეთის ჩემპიონატი, ასევე ესპანეთის თასიც. 1951–52 წლების სეზონში "ბარსამ" არც მეტი არც ნაკლები – ხუთი ტიტულის მოგება მოახერხა: ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, Latin Cup, Eva Duarte და Martin Rossi–ს თასები. ამ უდიდესი წარმატების მთავარი შემოქმედნი კი "ბარსას" შესანიშნავი შემტევი ხუთეული – ბასორა, სეზარი, კუბალა, მორენო და მანჩონი გახლდათ.


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.