1899–1922


დაარსება
ბიზნესმენი ჰანს გამპერი 1877 წლის 22 ნოემბერს დაიბადა შვეიცარიის ქალაქ ვინთერტურში. 1898 წელს გამპერი ბასელონაში გადაბაგდა, სადაც მას იცნობდნენ, როგოც ხუან გამპერს. 1899 წლის 22 ოქტომბერს გამპერმა ადგილობრივ გაზეთში დაბეჭდა განცხადება, რომლითაც იგი ქალაქის მაცხოვებლებს აუწყებდა, რომ აპირებდა საფეხბურთო კლუბის შექმნას, ხოლო იმავე წლის 29 ნოემბერს, "გიმნას სოლში", კლუბის პირველი სხდომაც შედგა და სწორედ ეს თარიღი ითვლება ოფიციალურად "ბარსელონას" დაარსების დღედ. ამ ისტორიულ სხდომას ესწრებოდნენ: ხუან გამპერი, გუალტერ ვაილდი, ლუის დ'ოსო, ბართმეუ ტერადასი, ოტო კუნცლე, ოტო მაიერი, ენრიკ დუცალი, პერე კაბოტი, კარლეს პუიოლი, ხოსეპ ლობერტი, ჯონ პარსონსი და უილიამ პარსონსი. ამ კრებაზე ოფიციალურად მოხდა კლუბის დაარსება, ხოლო გუალტერ ვაილდი აირჩიეს კლუბის პირველ პრეზიდენტად. ვაილდი პრეზიდენტობის გარდა ითავსებდა ასევე გუნდის კაპიტნობასაც, ხოლო კრების დანარჩენი წევრები, "ბარსელონას" პირველი ფეხბურთელები იყვნენ.

პირველი ფორმა
დასაწყისში კლუბი თამაშობდა ქალაქის ფერებში გადაწყვეტილი ფორმებით, რათა ვალი მოეხადა ქალაქის წინაშე. 1910 წელს კი ხელძღვანელობამ გადაწყვიტა, შეექმნათ საკუთარი ფორმები და გამოაცხადეს კონკურსი. კონკურსში გაიმარჯვა უცნობმა პიროვნებამ, რომელმაც ხელძღვანელობას შესთავაზა ის ფერები, რომლებიც დღემდე შემორჩა კლუბს.

პირველი მოედანი და პირველი ტიტულები
კლუბის ისტორიის დასაწყისში "ბარსელონას" მუდმივი დავსაყუდელი არ ჰქონდა. კატალონიელები ფეხბურთს თამაშობდნენ შემდეგ მოედნებზე: Hotel Casanovas (1900), la carretera d'Horta (1901), el carrer Muntaner (1905) და ბოლოს carrer Indústria, რომელიც პირველი სტადიონი გახდა, რომელიც "ბარსას" საკუთრებაში იყო. სტადიონი 6,000 გულშემატკივარს იტევდა, რაც იმდროისთვის უნიკალური რაოდენობა იყო. სტადიონი ოფიციალურად 1909 წლის 14 მარტს გაიხსნა. ამ დროისათვის "ბარსელონას" უკვე ჰქონდა ტიტულების მოპოვება დაწყებული – 1901–02 წლებში კატალონიელებმა მაკაიას თასი მოიგეს, 1904–05 და 1908–09 წლებში კი კატალონიის ჩემპიონატი. ახალი სტადიონით ფრთაშესხმულმა "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ტიტულების მოპოვებას უმატეს და კატალონიის ჩემპიონატი მოიგეს 1909-10, 1910-11, 1912-13, 1915-16, 1918-19 1919-20, 1920-21 და 1921-22, ხოლო ესპანეთის თასი 1909-10, 1911-12, 1912-13, 1919-20, 1921-22 წლებში. ეს პერიოდი ითვლება "ბარსელონას" ისტორიაში პირველ შთამბეჭდავ ხანად როგორც სპორტული, ასევე სოციალური თვალსაზრისითაც.

ხუან გამპერი
შვეიცარიის ქალაქ ვინთერტურში დაბადებული ჰანს გამპერი სპორტის სხვადასხვა სახეობებით იყო გატაცებული. სანამ ბარსელონაში გადაბარგდებოდა, იგი მისდევდა სპორტის ისეთ სახეობებს, როგორიც არის ათლეტიზმი, ველოსპორტი და ფეხბურთი. იგი კატალონიაში 20 წლის ასაკში გადაბარგდა და დაიწყო სპორტის სხვა ინტერესებთან შეზავება. მან დაიწყო ფულის დაბანდება "ბარსას" შექმნასა და განვითარებაში. იგი ასევე იყო შესანიშნავი ფეხბურთელი და მხოლოდ 1901 წელს, 49 თამაშში 88 გოლის გატანა მოახერხა. გამპერის ფეხბურთს 1903 წლამდე თამაშობდა, 1908 წელს კი კლუბის პრეზიდენტიც გახდა, რათა ფინანსურად ცუდ მდგომარეობაში კლუბი გადაერჩინა. გამპერი პრეზიდენტად ზედიზედ ხუთჯერიქნა არჩეული და 1925 წელს, დიქტატორის მადრიდის "რეალის" გულშემატკივრის, პრიმო დე რივერას მიერ გატარებული საშინელი რეპრესიების გამო იგი იძულებული იყო პრეზიდენტის სკამი დაეტოვებინა. 1930 წელს გამპერის მიმართ რეპრესიები არ წყდებოდა, რის გამოც მან გადაწყვიტა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.