ალბას ფინალში ბრაზილიასთან თამაში სურს

  • 23-06-2013, 13:56
  • ალბას ფინალში ბრაზილიასთან თამაში სურს

    კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველს, ჟორდი ალბას სურს, რომ კონფედერაციის თასის ფინალში მასპინძლის, ბრაზილიის წინააღმდეგ ითამაშოს. იტყობინება, Football Espana.

    "მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენ ფინალში გავალთ. მაგრამ ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ფანატებისათვისაც, თუ იქ ჩვენი მეტოქე ბრაზილია იქნება. თუმცა ჩვენთვის ყველაზე მთავარი - ფინალში გასვლა და ტურნირის მოგებაა." - განაცხადა, ალბამ. 

    დღეს კი ესპანეთის ეროვნული ნაკრები ნიგერიას დაუპირისპირდება, თუ ესპანელებმა შეხვედრა არ წააგეს ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებენ და ნახევარფინალში იტალიელებს დაუპირისპირდებიან.



    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.