მარსელო: "ნეიმარმა დიდი ნაბიჯი გადადგა მის კარიერაში"

  • 31-05-2013, 10:41
  • მარსელო: "ნეიმარმა დიდი ნაბიჯი გადადგა მის კარიერაში"

    "რეალის" ბრაზილიელმა მცველმა, მარსელომ კომენტარი გააკეთა ნეიმარის "ბარსელონაში" ტრანსფერთან დაკავშირებით, სადაც განაცხადა, რომ ნეიმარმა ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა მის კარიერაში. "ნეიმარი ბევრად განსხვავებული მოთამაშეა სხვა ფეხბურთელებთან შედარებით. მსურდა მისი "რეალში" ხილვა, თუმცა მან "ბარსელონა" არიჩია და მოხარული ვარ, რომ მან ასეთი დიდი ნაბიჯი გადადგა საკუთრ კარიერაში". - განაცხადა მარსელომ პრესკონფერენციაზე.

    მარსელოს თქმით ჯერ მას ნეიმართან არ უსაუბრია მათ დაპირისპირებაზე ესპანეთში, თუმცა განაცხადა, რომ იგი მის თანამემამულის წინააღდმეგ აღმოჩნდა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მას არასოდეს ჰქონია პრობლემა: "ეს ყველაფერი ჩვეულებრივი რამ გახლავთ, სადაც მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თამაშის შემდეგ ჩვენ ყოველთვის ჩავეხუტებით ერთმანეთს". - განაცხადა მან.



    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.