"ტოტენჰემი” მზადაა ვილიაში 10 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

  • 17-05-2013, 14:52
  • "ტოტენჰემი” მზადაა ვილიაში 10 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

    ”ტოტენჰემი” განაგრძობს ”ბარსელონას” ესპანელ თავდამსხმელთან, დავიდ ვილიასთან მოლაპარაკებებს, იტყობინება ინგლისური პრესა. 

    Goal.Com-ის ცნობით, ლონდონური კლუბი მზადაა ასტურიელ თავდამსხმელში 10 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ამ შეთანხმებაში დიდ როლს ითამაშებს ერთი ფაქტორი: გავა თუ არა ”ტოტენჰემი” 2012/13 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე. 

    აღსანიშნავია ისიც, რომ ”ტოტენჰემი” ვილიას ხელფასის სახით კვირაში 110 ათას ფუნტ სტერლინგს დაუნიშნავს.



    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.