ლეო მესი – „ატლეტიკოს“ ღამის კოშმარი

  • 8-05-2013, 22:27
  • ლეო მესი – „ატლეტიკოს“ ღამის კოშმარი

    ლეო მესი მადრიდის "ატლეტიკოს" ღამის კოშმარად ექცა. მას მადრიდელთა კარში 20 გოლი აქვს გატანილი, აქედან 17 ლა ლიგაზე, ხოლო 3 ესპანეთის სამეფო თასზე. "ატლეტიკო" მესის "საყვარელი" გუნდია, რომელსაც "მადრიდის რეალი" მოსდევს 18 გატანილი გოლით.

    არგენტინელმა ესპანელებთან შეხვედრაში სამჯერ შესძლო ჰეთ–თრიკის შესრულება. პირველად 2008/2009  წლის სეზონზე, მეორედ 2 წლის შემდეგ ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "კამ ნოუზე", მესამე კი შვიდი თვის შემდეგ 2011/2012 წლების სეზონის დასაწყისში, როდესაც "ბარსამ" მეტოქეს სძლია ანგარიშით 5–0.

    აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლეო ბოლო 5 მატჩია მეტოქეს ზედიზედ უტანს გოლებს. უკანაკნელი თამაში, რომელიც არგენტინელმა უგოლოდ დაასრულა 2010 წლის 14 თებერვალს გაიმართა. ამ შეხვედრაში კატალონიელები დამარცხდნენ ანგარიშით 2–1. ერთადერთი გოლი კი იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზეა. 

    თეგები: მესი

    მსგავსი სიახლეები

    ლეო მესი, "ატლეტიკოს" კოშმარი
    "მესტალია" – რთული სტადიონი "ბარსელონასთვის"
    ლეო მესის 12 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე ბუნდესლიგის გუნდების წინააღმდეგ
    ლეო მესი - კლასიკოების ბოსი
    მესი - "ატლეტიკოს" კოშმარი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.