საბელიამ გადაწყვიტა მესის ეწვიოს

საბელიამ გადაწყვიტა მესის ეწვიოს

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეხანდრო საბელიამ გადაწყვიტა ბარსელონაში გამგზავრება, რათა შეხვდეს ლიონელ მესის. ეს უკანასკნელი კვლავ განაგრძობს აღდგენას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "პსჟ"-თან მიღებული ტრავმის შემდეგ. 

"მე ვაპირებ დაველაპარაკო ლეოს და ხავიერ მასკერანოს.  მსურს ვნახო სიტუაცია და თუ როგორ მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი. რასაკვირველია ლეო და ხავიერი ჩვენი გუნდის კაპიტანი და ვიცე-კაპიტანია." - განაცხადა საბელიამ. 

საბელია ასევე აპირებს მილანსაც ესტუმროს სადაც "ინტერის" ვეტერან ფეხბურთელს ხავიერ ძანეტის მოინახულებს, რომელმაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მძიმე ტრავმა მიიღო. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.