Sport.es: "რეალი" ნეიმარის შეძენას აპირებს

Sport.es: "რეალი" ნეიმარის შეძენას აპირებს

"რეალი" აპირებს შეიძინოს ამ ზაფხულს ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "სანტოსის" თავდამსხმელი, ნეიმარი. გვაუწყებს ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა: Sport.es

წყაროს თანახმად "რეალის" გენერალური დირექტორი, ანხელ სანჩესი ამ დღეებში გაემგზავრება ბრაზილიაში და მოლაპარაკებებს გამართავს "სანტოსის" ხელმძღვანელობასთან, ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებული საკითხები 48 საათის განმავლობაში მოვაგვაროთ". მაგრამ მოსალოდნელია ასევე ისიც, რომ "სანტოსი" უარყოფს მადრიდელთა შემოთავაზებას. ბრაზილიური კლუბი აპირებს ნეიმარის ტრანსფერზე დაყენებას, შემდეგ კი მოისმენს იმ კლუბებისგან შემოთავაზებებს, რომლებიც ახალგაზრდა ვარსკვლავით არიან დაინტერესებულნი. ეს კლუბები კი არიან: "ბარსელონა", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.