ბუსკეტსი წლის საუკეთესო კატალონიელ ფეხბურთელად დაასახელეს

  • 24-02-2013, 03:22
  • ბუსკეტსი წლის საუკეთესო კატალონიელ ფეხბურთელად დაასახელეს

    ”ბარსელონას” ვარსვკლავი, სერხიო ბუსკეტსი დასახელდა 2012 წლის საუკეთესო კატალონიელ ფეხბურთელად. 24 წლის ნახევარმცველმა ამ ნომინაციაში დაამარცხა თავის თანაგუნდელები: კარლეს პუიოლი, ვიქტორ ვალდესი და ჩავი ერნანდესი, რომელიც შარშან გახდა ამ ტიტულის გამარჯვებული. 

    ნომინაციის გამარჯვებულის არჩევისას ითვალისწინებენ ორივეს: თუ როგორ თამაშობს ფეხბურთელი კლუბში და თუ როგორ თამაშობს ფეხბურთელი ნაკრებში. ბუსკეტსი ორივეგან გამორჩეული იყო, რადგან მას უდიდესი წვლილი მიუძღოდა როგორც კოპა დელ რეის გათამაშებაში, ასევე ესპანეთის ისტორიულ ევრო 2012-ის ტრიუმფზე.

    4 მარტს დაჯილდოვდება წლის საუკეთესო მწვრთნელი, ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა და წლის საუკეთესო მსაჯი. აღსანიშნავია, რომ ფუტზალის მწვრთნელები, ფეხბურთელები და მსაჯებიც წარდგენილები არიან ამ ნომინაციაზე. პირველი მათგანის მოგება შეძლო ”უიგან ატლეტიკის” მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, ხოლო ყველაზე პერსპქტიულ მოთამაშედ, ”ბარსა ბ-ს” წევრი სერხი რობერტო დაასახელეს.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.