პინტომ 2014 წლამდე გაახანგრძლივა

  • 11-02-2013, 16:04
  • პინტომ 2014 წლამდე გაახანგრძლივა

     

    ხოსე მანუელ პინტომ დღეს შუადღით "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომლის თანახმადაც ის კლუბში 2014 წლის 30 ივნისამდე დარჩება. მეკარის და მისი წარმომადგენელის გარდა ცერემონიაზე იმყოფებოდნენ სანდრო როსელი და ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ.

    გასული წლის 23 დეკემბერს კლუბმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ პინტოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ შეთანხმება მიღწეული იყო. მეკარე "ბარსელონაში" 2008 წელს გადავიდა. 2013 წელს კლუბთან კონტრაქტები უკვე გაახანგრძლივეს კარლეს პუიოლმა, ჩავი ერნანდესმა და ლეო მესიმ.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.