ვუვუზელა

ვუვუზელა

1.ვუვუზელა სარეკორდო დონის ხმას გამოსცემს – 130 დეციბელი. მაგალითად, ცეპიანი ხერხი მხოლოდ 100 დეციბელს გამოსცემს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთაფრიკული კანონმდებლობის მიხედვით, ხმაურის დონე 85 დეციბელს თუ აჭარბებს, ადამიანი ვალდებულია სპეციალური ყურის დამცავით იაროს.

2.ერთ-ერთი ვერსიით, ზულუსურ ენაზე ვუზუველა "ხმაურის შექმნას” ნიშნავს. სპილენძისგან დამზადებულმა ვუვუზელამ სამხრეთ აფრიკაში პოპულარობა მეოცე საუკუნის 90-იან წლებში მოიპოვა. 2001 წელს, ადგილობრივმა კომპანიამ, Masincedane Sport-მა ამ ინსტრუმენტის პლასტიკური ვერსიის მასობრივი წარმოება დაიწყო.

3.მსოფლიოში ყველაზე დიდი ვუვუზელა ამ მომენტისთვის კეიპტაუნშია – მისი სიგრძე 34,7 მეტრია და 123,5 დეციბელს გამოსცემს.
4.სამხრეთ აფრიკის ბაპტისტური ეკლესია, მუნდიალზე გულშემატკივრების მიერ ვუვუზელას გამოყენების შემთხვევაში, ფიფას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებდა, აქაოდა ამ "წმინდა” ინსტრუმენტზე პატენტი ჩვენ გვაქვსო.

5.კეიპტაუნის მაღაზიებში სპეციალური ყურსაცავები Vuvu-Stop იყიდება, რომელიც საშუალებას იძლევა ხმაურის დონე 31 დეციბელით შემცირდეს. ამ აქსესუარს შიდა მხარეს შემდეგი რამ აწერია: "ხმაურის დონის შესამცირებელი ეფექტური საშუალება. გამოიყენება ფეხბურთისა და რაგბის მატჩებზე და ცოლის კივილისგან დასაცავად”.

ვუვუზელა


6.ვუვუზელას მიერ გამოცემული ხმა მუსიკალურ გაშიფვრას ექვემდებარება და "დო” ნოტზე ერთი ტონით დაბალი ჟღერადობა აქვს. მსოფლიოში ოთხი ვუვუზელა-ორკესტრია, თითოეულ მათგანში სხვადასხვა სიგრძის შვიდი ინსტრუმენტია, რისი წყალობითაც ერთად მთლიანი აკორდის აღება შეუძლიათ.

7.სამხრეთ აფრიკა მუნდიალისთვის დიდხანს და საფუძვლიანად ემზადებოდა. იმ დღეს, როდესაც ს.ა.რ-მა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა (2004 წელს), 20 ათასი ვუვუზელა გაიყიდა.

8.არსებობს ვუვუზელას მინი-ვერია – უფრო მაღალხმიანი კუდუზელა. ასევე გაყიდვაშია მაკარაპა ვუვუზელა, რომელიც შლიაპაზე მაგრდება.

9.ყურისტკივილის გარდა, გადამეტებული ენთუზიაზმით შეპყრობილ გულშემატკივრებს, ტუჩების დახეთქვა ემუქრებათ.
10.მუნდიალის სასტარტო მატჩის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის ნაკრების გოლკიპერმა, იტუმელენგ კხუნემ განაცხადა, "სოკერ-სიტიზე” ვუვუზელების ყიჟინით იმედგაცრუებული დავრჩიო: "ვუვუზელებში ცოტას ვუბერავდით. იმედია მომდევნო მატჩებში სტადიონზე ბევრი საკრავები იქნება”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.