ინიესტა და ვუვუზელა

ინიესტა და ვუვუზელა

სულ ახლახანს კატალონიის "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ მისცა ინტერვიუ Deportes quatros–ს. ინტერვიუს დასრულების შემდეგ, რეპორტიორმა ანდრესს კითხა, როდესმე თუ დაუკრავს აფრიკულ საკრავ, ვუვუზელაზე, რომლის ხმაც მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩზე ისმის. ინიესტამ მას უპასუხა, რომ არასდროს უცდია ასეთ ინსტრუმენტზე დაკვრა. ამის შემდეგ ჟურნალისტმა ესპანელ ნახევარმცველს აჩვენა, თუ როგორ უნდა ააჟღერო ვუვუზელა და გადააწოდა მას, თან უთხრა: "ძალიან ძნელია... ადვილი არ გეგონოს... მაგრად ჩაბერე... ამის სწავლას ძალიან დიდი ხანი მოვუნდი". ინტერვიუს შემდეგ, რეპორტიორმა ინიესტას პირობა მისცა, რომ ეს კადრი ამოიჭრებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ახლა თქვენ შეგიძლიათ თქვენი თვალით იხილოთ ანდრეს ინიესტა და ვუვუზელა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.