„მალაგა“-„ბარსელონა“ - საინტერესო ფაქტები

  • 14-01-2013, 18:23
  • „მალაგა“-„ბარსელონა“ - საინტერესო ფაქტები

    ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში, "მალაგასთან" 3:1 მოგებულ შეხვედრაში, არაერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს.

    • პირველ წრეში მოპოვებული ქულების მიხედვით, "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის ახალი რეკორდი დაამყარა. 57 შესაძლებლიდან, კატალონიელებმა 55 ქულა აიღეს;
    • სტუმრად ჩატარებულ 10 თამაშში, "ბარსამ" 35 გოლი გაიტანა, რაც პირველი წრის კიდევ ერთი რეკორდია.  2 წლის წინ დამყარებულ რეკორდს ეს შედეგი 2 ბურთით აღემატება;
    • მიმდინარე გათამაშებაში, 6 გოლით, სესკ ფაბრეგასი გუნდის მე-2 ბომბარდირია;
    • ზედიზედ 10 გასვლითი მოგებით, "ბარსამ" 2010/11 წლებში დამყარებული რეკორდი გაიმეორა;
    • ვილანოვას გუნდს ზედიზედ 12 მოგება აქვს, რაც ლა ლიგის რეკორდს 4 მოგებით ჩამორჩება;
    • ლეო მესიმ გოლის გატანა ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ 9 თამაშში მოახერხა. მას ბრაზილიელი რონალდოსა (1996/97) და მარიანო მარტინის (1942/43) რეკორდამდე ერთი თამაში აშორებს;

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.