ოფიციალურად: პინტომ კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა

ოფიციალურად: პინტომ კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა

 

"ბარსელონამ" კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ შეთანხმებას მიაღწია სარეზერვო მეკარესთან, ხოსე მანუელ პინტოსთან, რომელიც კლუბის ღირსებას 2014 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

 

პინტო "ბარსელონაშ" 2007/08 სეზონში გადავიდა. ის გუნდს იანვარში შეუერთდა, რადგან მაშინდელმა მეორე მეკარემ, ალბერტ ხორკერამ დაზიანება მიიღო და გუნდს წლის ბოლომდე გამოაკლდა. კიპერი "ბარსამ" "სელტადან" შეიძინა, სადაც ის "ზამორას" პრიზის მფლობელი გახდა. ამ 5 წლის განმავლობაში პინტომ "ბარსელონას" რიგებში 52 შეხვედრა ჩაატარა.

 

როგორც იცით მანამდე კლუბთან ხელშეკრულებები კარლეს პუიოლმა, ჩავი ერნანდესმა და ლეო მესიმ გაახანგრძლივეს. მათ დაემატა ხოსე მანუელ პინტო, ყველა მათგანი უახლოეს მომავალში გამოცხადებიან კლუბის ოფისში და ხელშეკრულებებს ხელს მოაწერენ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.