"ბარსელონას" ახალი პრეზიდენტი რეკორდსმენი სანდრო როსელია

"ბარსელონას" ახალი პრეზიდენტი რეკორდსმენი სანდრო როსელია

როგორც იცით, გუშინ გაიმართა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც, როგორც მოსალოდნელი იყო, სანდრო როსელმა დიდი უპირატესობით გაიმართვა. როსელმა 35.021 ხმა მაოგროვა (სარეკორდო მაჩვენებელი), რაც 61.45 პროცენტს უდრის. ეს შედეგი კი ნიშნავს იმას, რომ იგი კლუბის სათავეში 2016 წლამდე იქნება.

გუშინდელ არჩევნებში ამომრჩეველთა სარეკორდო რაოდენობამ, 57.088-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცნობისთვის გეტყვით, რომ 2003 წელს, როდესაც პრეზიდენტად ლაპორტა იქნება არჩეული, საკუთარი არჩევნის დასაფიქსირებლად 27.138 ადამიანი მივიდა.

სანდრო როსელი, რომელიც 2003-05 წლებში "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტი იყო, კლუბის ისოტირაში 39-ე პრეზიდენტი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ როსელის გაპრეზიდენტება ოფიციალურად დადასტურებულია, იგი თავის საქმიანობას მხოლოდ 30 ივნისის ბოლოს შეუდგება. საქმე ისაა, რომ სწორედ ამ დღეს გასდის ხუან ლაპორტას პრეზიდენტობის ვადა.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია რომ წარმატება ვუსურვოთ "ბარსელონას" ახალ პრეზიდენტს, სანდრო როსელს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.