ნეიმარი: "მესი პირველია"

ნეიმარი: "მესი პირველია"

 

ბრაზილიური "სანტოსის" ახალგაზრდა ვარკვლავმა, ნეიმარმა საკუთარი აზრი დააფიქსირა, თუ ვინ მოიგებს 2012 წლის "ოქროს ბურთს".

 

"ვფიქრობ, რომ ლეო მესი კიდევ ერთ "ოქროს ბურთს" მიიღებს. კრიშტიანუ რონალდუ და ანდრეს ინიესტა გასულ სეზონში კარგად თამაშობდნენ, თუმცა მესი კვლავ ნომერ პირველი ფეხბურთელია" – ნეიმარის სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური "ტვიტერი" ციტირებს.

 

შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობა 7 იანვარს, ციურიხში გახდება ცნობილი. 3 ფინალისტს შორის არიან ლეო მესი, ანდრეს ინიესტა და კრიშტიანუ რონალდუ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.