დავიდ ვილიამ 300 გოლიანი ბარიერი გადალახა

  • 29-11-2012, 11:35
  • დავიდ ვილიამ 300 გოლიანი ბარიერი გადალახა

     

    დავიდ ვილია მიმდინარე სეზონში "ბარსელონასთვის" კიდევ დამატებით საუკეთესო შედეგებს გვაჩვენებს. ასტურიელმა 16 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა. ძალიან მძიმე დაზიანების შემდეგ, რის გამოც ვილიას 8 თვე გაუცდა ფეხბურთელი დაუბრუნდა უმაღლესს დონეს. "ელ გუახე" ძალიან კორწქტულად მოქმედებს მეტოქის კართან, რაც მისი კარიერის დამახასიათებელი ნიშანია. "ალავესთან" შეხვედრაში მან 300 გოლიანი ბარიერი გადალახა.

     

    ასტურიელის 300 გოლი

     

    დავიდ ვილიამ ამ მაჩვენებლის შეგროვება 2000/01 სეზონებში დაიწყო, როცა "ხიხონში" ასპარეზობდა, სადაც მან 3 სეზონში 40 გოლი გაიტანა. მომდევნო 2 სეზონის (2003/04 და 2004/05) განმავლობაში, რომელიც მან "სარაგოსაში" გაატარა კვლავ 40 გოლი გაიტანა. "ელ გუახე" შესანიშნავ სეზონებს ატარებდა "ვალენსიაში", სადაც მან 128 გოლი გაიტანა.

     

    2010/11 წლის სეზონში ის "ბარსელონაში" გადმოვიდა. ის მხოლოდ მესამე სეზონია რაც გუნდის ფეხბურთელია, თუმცა უკვე მოახერხა 40 გოლის გატანა. კლუბებში შესანიშნავი შედეგის მსგავსად ის ბრწყინვალეა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, სადაც 53 გოლი აქვს გატანილი.

     

    8 გოლი მიმდინარე სეზონში

     

    2011/12 სეზონში ვილიამ 8 გოლი გაიტანა. პირველი გოლი მან ლა ლიგის საწყისს ტურში, "რეალ სოსიედადთან" (5:1) გაიტანა. მე–4 ტურში, ასტურიელი გუნდს "ხეტაფეში" (1:4) გამარჯვებაში დაეხმარა. "სევილიას" წინააღმდეგ ასტურიელმა გუნდს გამარჯვება მოუტანა, როცა 93–ე წუთზე დაამწუხრა ანდრეს პალოპი. მე–9 ტურში მან ანგარიში გახსნა "რაიო ვალეიკანოსთან" (0:5) შეხვედრაში. ამის შემდეგ მან წინ გაიყვანა გუნდი "სელტასთან" (3:1) მატჩში, როცა ანგარიში 1:1 იყო. ვილიამ ასევე სამეფო თასის შეხვედრაში გამოიჩინა თავი "ალავესთან" გასვლაზე.

     

    დუბლი "ალავესთან"

     

    ვილიას უახლესი გოლები, მე–300 და 300–ე თავდამსხმელმა სამეფო თასის შეხვედრაში, "ალავესთან" გაიტანა. შეხვედრის 54–ე წუთზე "ელ გუახემ" შესანიშნავი საჯარიმო დარტმით გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო 57–ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

     

    ვილიას 301 გოლი

     

    "ხიხონი" – 40 გოლი

    "სარაგოსა" – 40 გოლი

    "ვალენსია" – 128 გოლი

    "ბარსელონა" – 40 გოლი

    ესპანეთის ნაკრები – 53 გოლი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.