"სპარტაკი" – "ბარსელონა". იცით თუ არა, რომ...

"სპარტაკი" – "ბარსელონა". იცით თუ არა, რომ...

 

 – "ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასვლა მოსკოვში შეუძლია. მეორე ადგილი გუნდს გარანტირებული ექნება გამარჯვების შემთხვევაში, ხოლო ისეთ ვარიანტში, თუკი "სელტიკი", რომელიც 7 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება დამარცხადება ან ფრეს ითამაშებს "ბენფიკასთან" კატალონიური გუნდი პირველ ადგილს გაინაღდებს.

 

 – "ბარსელონა" რუსეთში მე–8 შეხვედრას ჩაატარებს. კატალონიელებმა ამ შეხვედრამდე 1 გამარჯვება მოიპოვეს რუსეთში, ხოლო 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

 

 – მხოლოდ ვალდესი, პუიოლი და ჩავი დარჩნენ იმ გუნდიდან, რომელმაც 2002/03 სეზონში რუსეთში გამარჯვების მოპოვება შეძლო.

 

 – "ბარსელონა" კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება უნაი ემერის გუნდს. ბასკ სპეციალისტს "ბარსასთან" გამარჯვება არ აქვს მოპოვებული.

 

 – "სპარტაკს" დისკვალიფიცირებული ჰყავს ნიკოლას პარეხა, ხოლო "ბარსელონას" 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ სერხიო ბუსკეტსი დაუბრუნდა.

 

 – ალექს სონგი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში დისკვალიფიკაციას მიიღებს.

 

 – ხერარდ პიკემ დაზიანება "სპარტაკთან" შეხვედრაში მიიღო "ნოუ კამპზე". იმ შეხვედრაში "ბარსამ" 3:2 იმარჯვა, სადაც გუნდს ვერ ეხმარებოდნენ კარლეს პუიოლი, ჟორდი ალბა და ანდრეს ინიესტა, რომლებიც ახლა მწყობრში არიან.

 

 – რუსეთის ჩემპიონატის 16 ტურის შემდეგ "სპარტაკი" 19 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება და 10 ქულით ჩამორჩება ლიდერს.

 

 – მატჩს ხორვატი ივან ბებეკი განსჯის, ის მეხუთედ მსაჯობს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში. აქამდე "ბარსელონას" ან "სპარტაკის" მატჩში მას არ უმსაჯია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.