პედრომ დუბლი შეასრულა, გოლი ვილიამაც გაიტანა

პედრომ დუბლი შეასრულა, გოლი ვილიამაც გაიტანა

 

ესპანეთის ნაკრებმა 5:1 დაამარცხა პანამას საფეხბურთო გუნდი. შეხვედრის პირველ ნახევარში თავის გამოჩენა პედრომ (2) და ვილიამ მოახერხეს, მეორე ნახევარში გოლები რამოსმა და სუსაეტამ გაიტანეს. ამხანაგურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში 6 "ბარსელონელი" იდგა: ვალდესი, ალბა, ბუსკეტსი, ინიიესტა, პედრო და ვილია. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე ანდრეს ინიესტა იყო, რომელმაც პირველ ნახევარში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. სერხიო ბუსკეტსი ერთადერთი "ბარსელონელი" იყო, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა. მარტინ მონტოიას კი დებიუტის შანსი არ მიეცა.

 

"ბარსას" ტრიო უძღვებოდა შეტევებს

 

შეხვედრაში ანგარიში მე–15 პედრო როდრიგესმა, ანდრეს ინიესტას გადაცემის შემდეგ გახსნა. 15 წუთის შემდეგ ინიესტას დიდებული რეიდის შემდეგ დავიდ ვილიამ მოახერხა თავის გამოჩენა. პირველი ტაიმის ბოლოს კი ხუან მატას გადაცემით პედრომ ისარგებლა და ანგარიში სამამდე გაზარდა.

 

ინიესტა და პედრო პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, მათ ნაცვლად დელ ბოსკემ მოედანზე სესკ ფაბრეგასი და ხესუს ნავასი შეუშვა. მეორე ტაიმის მე–5 წუთზე ვიქტორ ვალდესმა პირველი სეივი განახორციელა, ხოლო 9 წუთის შემდეგ ის კასილიასმა შეცვალა. მოედანზე ასევე მიკელ სუსაეტა და რობერტო სოლდადო გამოჩნდნენ, ისინი თამაშში ჟორდი ალბას და დავიდ ვილიას ნაცვლად ჩაერთნენ.

 

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=YA4Rran0hFQ]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.