გეოგრაფის დღიური - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

გეოგრაფის დღიური - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

გეოგრაფის დღიური არის სვეტი, რომელშიც ამ რამდენიმე დღის მანძილზე შემოგთავაზებთ საინტერესო ინფორმაციებს იმ ქვეყნის, ქალაქებისა და სტადიონების შესახებ სადაც წლის ყველაზე დიდი საფეხბურთო მოვლენა გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატი ერთადერთი საფეხბურთო ტურნირია მსოფლიოში სადაც ყველაზე კარგადაა წარმოდგენილი მსოფლიოს ყველა კონტინენტის გეოგრაფია და კულტურათა მრავალფეროვნება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე (გეოგრაფი, ტურიზმის მენეჯერი და ტურისტული გიდი) ვეცდები მცირე წარმოდგენა შეგიქმნათ ყველაზე გამორჩეული მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ, არა მხოლოდ საფეხბურთო არამედ მის გარეშე სფეროებიდანაც.
ს ტ ა ტ ი ს ტ ი კ ა
მოსახლეობა: 49,3 მილიონი ადამიანი
ფართობი: 1 221 037 კვადრატული კილომეტრი
დედაქალაქები: პრეტორია, ბლუმფონტეინი, კეიპ-ტაუნი
(ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა მსოფლიოში, რადგან აქვს სამი დედაქალაქი, ნებისმიერ ქვეყანაში დედაქალაქად ითვლება ის ქალაქი სადაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო ან სასამართლო ხელისუფლების შენობები მდებარეობს, სამხრეთ აფრიკაში კი სამივე სხვადასხვა ქალაქშია განთავსებული)
ძირითადი ენები: აფრიკაანსი, ინგლისური, ნდებელე, პედი, სოტო, სვაზი, ტსონგა, ტსვანა, ვენდა, ქსოსა, ზულუ.

მ დ ე ბ ა რ ე ო ბ ა
სახელმწიფო სამხრეთ აფრიკა მდებარეობს აფრიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ნამიბია, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი. გარდა ამისა, მის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სახელმწიფო - ლესოთო და სვაზილენდი. იგი სამი მხრიდან ოკეანის წყლებითაა შემოფარგლული.

ქ ვ ე ყ ნ ი ს პ რ ო ფ ი ლ ი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის განმასხვავებელი ნიშანია უსაზღვრო მრავალფეროვნება ყველაფერში. აქ ოფიციალურად 11 ენა ითვლება სახელმწიფო ენად. აქ პოლიტიკოსებს შორის შეხვდებით ტომის ბელადებს, რაბინებს, რეგბისტებს და ემიგრაციიდან დაბრუნებულ რევოლუციონერებს. აქ ერთ ქუჩაზე მუშაობენ ტრადიციული ექიმბაშები და საბირჟო ბროკერები. აქ ერთმანეთის გვერდით დგას ქოხმახები და ფეშენებელური სრა-სასახლეები. აქ 1994 წლამდე, მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანაში, იყო დაკანონებული აპარტეიდი - მოსახლეობის დაყოფა კანის ფერების მიხედვით.

გეოგრაფის დღიური - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა


დედაქალაქი პრეტორია



სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ძალაინ საინტერესო კოლორიტული ქვეყანაა, არაჩვეულებრივად მიმზიდველია თავისი სპეციფიკურობით, ფერწერული ლანდშაფტების და ველური ბუნების მრავალფეროვნები ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს ტურისტებისა. სამხრეთ აფრიკაში შეგვიძლია შევხვდეთ მეტისებს, ინდოელებს, ინგლისელებს, ჩინელებს, ემიგრანტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ბოლო წლებში სამხ. აფრიკის რესპუბლიკა ხდება ძალიან პოპულარული ტურისტებისათვის სამხრეთ ნახევარსფეროში.ტურზიმის ყველასახეობიდან ამ ქვეყანაში ყველაზე დინამიურად ვითარდება ეკოლოგიური ტურიზმი, მრავალნაციონალური პარკები საშუალებას გვაძლევს, სამხ. აფრიკაში დავაკვირდეთ ცხოველების სამყაროს გარკვეულ პირობებში, ქვეყნის ტერიტორია შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე ბუნებრივ სარტყელად,სავანის სარტყელი მოიცავს კრიუგერის სახ. ნაციონალურ პარკს, სადაც არის 137 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი, მათ შორის კამეჩები, სპილოები, ლეოპარდები, ლომები, ჟირაფები, ჰიპოტატამები. აფრიკის სამხრეთი ძალიან პოპულარულია ნადირობის მხრივ.


კრიუგერის ეროვნული პარკი



50-იანი წლებიდან თეთრკანიანი უმცირესობის მთავრობა აპარტეიდის პოლიტიკას ატარებდა, რაც 19 მთავრობა აპარტეიდის პოლიტიკას ატარებდა, რაც 1991 წლამდე გაგრძელდა. 1994 წელს ნელსონ მანდელა პირველ შავკანიან პრეზიდენტად იქნა არჩეული. დემოკრატიულ რელსებზე გადასვლა სამხრეთ აფრიკაში განხორციელდა მშვიდობიანი ევოლუციური გზით და თავიდან იქნა აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება.

ც ნ ო ბ ი ლ ი ს ა მ ხ რ ე თ ა ფ რ ი კ ე ლ ე ბ ი
ნელსონ მანდელა - პოლიტიკოსი
შარლიზ ტერონი - ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი
ფრეუ მაკმილანი - ლეგანდარული ჩოგბურთელი
ქუინთონ ფორჩუნი - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი
როჯერ ფედერერი - მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი მამაკაცი (ფედერერს ყავს შვეიცარიელი მამა და სამხრეთ აფრიკელი დედა, მას აქვს ორივე ქვეყნის მოქალაქეობა)
სტივენ პიენაარი - "ევერტონის" ნახევარმცველი



სტივენ პიენაარი



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.