მაიკონი: "ალვესის არც თუ ისე კარგი თამაში არ მაძლევს მოდუნების უფლებას"

მაიკონი: "ალვესის არც თუ ისე კარგი თამაში არ მაძლევს მოდუნების უფლებას"

ბრაზილიის ნაკრებში, მარჯვენა ფლანგზე მცველის პოზიციისთვის ორი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი იბრძვის: მაიკონი და დანიელ ალვესი. დუნგა უპირატესობას პირველ მათგანს ანიჭებს და ძირითად შემადგენლობაშიც სწორედ იგი თამაშობს. თვითონ მაიკონმა განაცხადა, რომ კონკურენცია მას და ალვესს შორის ნაკრებისთვის სასიკეთოა.

"ძალიან კარგია, როდესაც ნაკრებში ორი შესანიშნავი ფეხბურთელი თამაშობს ერთ პოზიციაზე. მართალია, დანის ამ სეზონში მაინც და მაინც თამაში ვერ მისდის, თუმცა ვიცი, რომ ჩემი პატარა შეცდომის შემდეგ, დუნგას შემცვლელი ეყოლება და ეს ალვესია." ციტირებს მაიკონის სიტყვებს Globo.

წყარო: barca.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.