ჩავის "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ჩავის "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

კატალონიის სუპერკლუბის ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სურს კიდევ "ბევრი წელი" გაატაროს "კამპ ნოუზე". 

 

ჩავიმ განაცხადა, რომ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები კლუბთან თავისი მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, რომელიც 2014 წლის ზაფხულში იწურება. 

 

"მე ბედნიერი ვარ აქ და მსურს ვითამაშო "ბარსელონაში" კიდევ უამრავი წელი. კლუბმა უკვე გამიკეთა შემოთავაზება და ამის თაობაზე კი მე არასდროს არანაირი პრობლემა არ მქონია. 

 

მე ეხლა მშვიდად ვარ, "ბარსელონაშიც" კმაყოფილნი არიან ჩემით, მე კი კმაყოფილი ვარ იმით, რომ ვთამაშობ "ბარსელონაში". მსურს ჩემი კარიერა სწორედ აქ დავასრულო" - განაცხადა ჩავიმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.