რივალდო: "ვფიქრობ "ბარსელონა" გაიმარჯვებს"

რივალდო: "ვფიქრობ "ბარსელონა" გაიმარჯვებს"

ბრაზილიელი თავდამსხმელი რივალდო რომელიც ამჯამად ანგოლაში თამაშობს განაცხადა, რომ "ბარსელონა" გაიმარჯვებს "კამპ ნოუზე". რივალდო უკვე ბარსელონაში იმყოფება და მატჩსაც დაესწრება.

 

"ეს ძალიან რთული მატჩი იქნება. ვერავინ გამოიცნობს რა მოხდება ამ მატჩში რადგან, "რეალს" ფანტასტიური გუნდი ჰყავს რომლებმაც "ბარსელონა" უკვე დაამარცხეს გასულ სეზონში. თუმცა "ბლაუგრანა" სახლში თამაშობს და ვფიქრობ "ბარსელონა" გაიმარჯვებს. 

 

ვილანოვა შესანიშნავი სპეციალისტია. დარწმუნებული ვარ, რომ მას ბევრი წარმატება ელის. "ბარსელონას" ჰყავს თავმდაბალი ფეხბურთელები, მაგალითად როგორიც მესია." - განაცხადა რივალდომ 

 

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.