მესი: ”უმჯობესია ტიტულები ”ბარსასთან” ერთად მოვიგო, ვიდრე რეკორდები დავამყარო”

  • 1-10-2012, 14:30
  • მესი: ”უმჯობესია ტიტულები ”ბარსასთან” ერთად მოვიგო, ვიდრე რეკორდები დავამყარო”

     

    არგენტინელი თავდამსხმელის განცხადებით მისთვის გუნდური ტიტულები მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალური.

     

    უმჯობესია ტიტულების ”ბარსელონასთან” ერთად მოვიგო, ვიდრე კიდევ ერთი რეკორდი დავამყარო და მივიღო პრიზი. უმჯობესია ვიყო კარგი ადამიანი, ვიდრე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. როდესაც საფეხბურთო კარიერას დავასრულებ მსურს, რომ ადამიანებმა ასეთი დამიმახსოვრონ.

     

    რა თქმა უნდა, ინდივიდუალური პრიზები სასიამოვნოა. ეს თავის მხრივ აღიარებაა, მაგრამ თანაგუნდელების გარეშე ეს არ იქნება. ძალიან გამიმართლა, რომ ”ბარსაში” ასეთ დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობ. ჟოზე მოურინიო? მე ვერაფერს ვიტყვი პორტუგალიელ სპეციალისტზე, რადგან მას არ ვიცნობ და არასდროს მისაუბრია მასთან. მასზე მისი მიღწევები საუბრობენ, ხოლო ფეხბურთელები, რომელსაც ის წვრთნიდა მასზე კარგად საუბრობენ”.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.