პინტო: “მე არ ვირჩევ, სამივე ტიტული მინდა”

პინტო: “მე არ ვირჩევ, სამივე ტიტული მინდა”

ვინ დაიმსახურებს ესპანეთის თასის ფინალში თამაშს: ვალდესი, პინტო თუ ხორკერა. ხოსე პინტომ ესპანეთის თასის ნახევარ-ფინალურ მატჩში "მალიორკასთან” აიღო პენალტი, რითაც "ბარსელონას” საშუალება მიეცა ფინალში გასულიყო. ბედმა ისურვა რომ პინტოს მიცემოდა საშუალება ამ სეზონის პირველი ტიტული "ბარსელონას” მისი დახმარებით მიეღო მესტალიაზე "ბილბაოს ატლეტიკის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში.
ტრიპლეტი – უფრო მეტად სასურველი
პინტო: "ჩვენ ვიმყოფებით იმ ეტაპზე რომ შეგვიძლია "ბარსელონას” ახალ ისტორიას ჩაუყაროთ საფუძველი, ჩვენ ხომ ტრიპლეტის შესრულება შეგვიძლია, რაც ძალიან მინდა”.

როგორ შეძელით ამ სტადიამდე მისვლა?

"არავინ იფიქრებდა ამ სეზონის დასაწყისში, რომ ასეთი რამ მოხდებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ ხალხმა გაიაზრა რას წარმოვედგენთ ჩვენ და რისი შექმნა შეგვიძლია”.

რა ტიტული გსურთ?

"მე სამივე მინდა”

დაღლას გრძნობთ?

"ჩვენ ამას ვუძლებთ, რაშიც დიდ როლს მწვრთნელი ასრულებს. გარდა ამისა აქამდე ბედიც ჩვენს მხარეს იყო. ჩვენ ამ ყველაფერს გულმოდგინედ ვაკვირდებით”.

ახლა მოდის თასის ფინალი, ოცნებობდით ამაზე?

"ცოტათი. მე წელს ბევრ ენერგიას არ ვკარგავ და ვცხოვრობ "ხვალინდელი დღით”.

"ბილბაოს ატლეტიკი” ამ ფინალისთვის ორი თვე ემზადებოდა. რა იმედი გაქვთ? დაძლევთ მათ ბარიერს?

"იმედი გავქვს, შიში არა. რა თქმა უნდა მეტოქის არ შეუფასებლობა ფინალში სახიფათოა, ფინალში ხომ ორი უძლიერესი გუნდი გადის. "ბილბაოც” მათ მიეკუთვნება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ თამაშისთვის და უკვე მზადაც არიან”.

რაიმეს დაპირება შეგიძლიათ?

"არაფრის”.

რამე ტიტული მოგებული გაქვთ?

"ზამორა და ინტერტოტო”.

ქულები ტიტულისთვის….

"ჩემთვის სულერთია. რას გავაკეთებ ჩემი დაუხარჯავი ენერგიით როცა მწვრთნელი დამიძახებს? რა თქმა უნდა გუნდისთვის ყველაფერს”.

გული არ გიტყდებათ?

"მწვთნელის სიტყვა ჩემთვის კანონია, მაგრამ თუ ფინალში მესტალიაზე ვითამაშე, ეს რაგაცნაირად ალოგიკური იქნება”.

"მალიორკასთან” აღებული პენალტი ჩაიწერა "ბარსელონას” ახალ ისტორიაში…

"ეგ დიდი არაფერი, ჩვენ იმ თამაშში ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. მაგრამ ეგ უკვე ისტორიას ჩაბარდა, წესიერად არც კი მახსოვს”.

თავს ფასეულად თვლით?

"მე თავს დაფასებულად მაგრძნობინებენ ფანები როდესაც ქუჩაში გავდივარ. ყველა იმ აღებულ პენლატს მახსნებს”.

მიუხედავად ამისა ეს სასიამოვნოა…..


"ისევე როგორც გოლის გატანა, თუმცა მე გოლი ცხოვრებაში არ გამიტანია”.

რა გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ "კოპა დელ რეის” ფინალში?
"მე ვითამაშე სხვა თასის ფინალში – "სელტიკთან” და წავაგე. ეს დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის და ახლა ამის გამოსწორებას ვეცდები”.

თქვენი გუნდი სტემფორდ ბრიჯზე თითქმის დამარცხდა, მაგრამ ბოლო წუთს გოლი გაიტანა, რას გრძნობდით ამ დროს?

"კარდგად არც მახსოვს, ჩემი რეაქცია მხოლოდ ტელევიზორში ვნახე”.

როგორი მოგება გირჩევნიათ 5-0 თუ 1-0?

"მაგას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მე გუნდის ნაწილი ვარ და ჩემთვის მთავარია გუნდმა შეძლოს წარმატების მიღწევა”.

რა მისცა გუნდს გვარდიოლამ?

"ბევრი რამ, მაგრამ რაც მთავარია ერთმანეთში ნდობა”.


წყარო www.sport.es

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.