რას აკეთებდა გუნდის ახლანდელი შემადგენლობა 1998 წლის ესპანეთის თასის ფინალის დროს….

რას აკეთებდა გუნდის ახლანდელი შემადგენლობა 1998 წლის ესპანეთის თასის ფინალის დროს….

11 წელი გავიდა მას შემდეგ რაც კატალონიის "ბარსელონა” საბოლოოდ იყო ესპანეთის თასის ფინალში. "ბარსელონას” ამჟამნდელი შემადგენლობიდან უმეტესობას ჯერ პროფესიონალი ფეხბურთელის წოდება არ ჰქონდა მიღებული. მოდით თვალი გადავავლოთ რას აკეთებდნენ ისინი 1998 წელს.

ვალდესი: "1997-98 წლების სეზონში მე ვთამაშობდი 16 წლამდელთა გუნდში. ჩემი მწვრთნელი იყო ალბერტ ბენაიგესი. ეს იყო ჩემი მესამე წელი ლა მასიაზე და კარგად მახსოვს მე ის ფინალი ტელევიზორში ვნახე ანდრეს ინიესტასთან ერთად”.

კასერესი: "მე მაშინ 11 წლის ვიყავი და მონტევიდეოს "სპორტინგის” ახალგაზრდულში ვთამაშობდი. ეს იყო ჩემი პირველი კლუბი ურუგვაიში”.

პიკე: "მე ვნახე ის ფინალი ჩემს მეგობრებთან, მშობლებთან და ძმასთან ერთად. მაშინ მე 11 წლის ვიყავი და 12 წლამდელთა გუნდში ვთამაშობდი. ვერ წარმოვიდგენდი რომ "ბარსას” მომდევნო ფინალში მეც მივიღებდი მონაწილეობას”.

მარკესი: "მე ამ დროს ჯერ კიდევ მექსიკის "ატლასში” ვთამაშობდი. ამ კლუბის მერე მე გადავედი საფრანგეთის "მონაკოში”".

პუიოლი: "მე ამ დროს 20 წლის ვიყავი და "ბარსელონა”-ბ ში ვთამაშობდი. იმ წელს ჩვენი გუნდი მეორე დივიზიონში გადმოვიდა. მე ეს თამაში ვნახე სახლში ჩემს ლა მასიელ მეგობრებთან ერთად”.

ჩავი: "იმ სეზონში მე ვიყავი "ბარსელონა”-ბ ში, მაგრამ მე ფინალში სათამაშოდ განაცხადში შემიყვანეს და პირველ გუნდთან ერთად გავემგზავრე მესტალიაზე თამაშის საყურებლად. ჩვენ სახლში დავბრუნდით დილით ადრე ჩვენს ოჯახებთან”.

გუდიონსენი: "ამ დღეს მე დავბრუნდი ისლანდიაში "პსვ ეინდჰოვენიდან”. ამ წელს ჩემმა გუნდმა ჰოლანდიის ჩემპიონატი მოიგო”.

ინიესტა: "მე ამ დროს ვიყავი ლა მასიას ტვ ოთახში და ვუყურებდი მატჩშს ვიქტორ ვალდესთან და სხვა მეგობრებთან ერთად. მე ვთამაშობდი 14 წლამდელთა გუნდში. ჩვენ მოვიგეთ ლიგა იმ წელს”.

ეტო’ო: "იმ დროს მე გამოვდიოდი მეორე დივიზიონ – ა ში, ორი წლის მერე გადავედი მალიორკაში ხოლო შემდეგ კი "ბარსაში” აღმოვჩნდი და დღემდე აქ ვარ”.

მესი: "მე ვიყავი 10 წლის და ვთამაშობდი არგენტინის "როსარიოში”. ცოტა ხნის შემდეგ მე მოწვევა მივიღე "ბარსელონადან” და მის აკადემიაში ჩავირიცხე”.

ბოიანი: "მე ვიყავი 7ის ამ დროს და 8 წლამდელთა გუდში გამოვდიოდი. ამ წელს ჩავირიცხე "ბარსელონას” აკადემიაში”.

პინტო: "ეს იყო ჩემი პირველი სეზონი "Celta Vigo” -ში, მე თამაში სახლში ვნახე”.

ანრი: "მე ამ წელს ვთამაშობდი "მონაკოში” და გავედი ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში "იუვენტუსის” წინააღმდეგ. ამ წელსვე მე მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთთან ერთად. მე ეს ფინალი არ მინახავს მაგრამ მახსოვს სონი ანდერსონი თამაშობდა იმ გუნში”.

კეიტა: "მე ამ დროს ვიყავი 18 წლის და ვთამაშობდი მარსელის "ოლიმპიკში” – ჩემს პირველ გუნდში ევროპაში”.

სილვინიო: "ამ დროს მე მოვიგე ბრაზილიის ჩემპიონატი "კორინთეანსთან” ერთად. მე ეს თამაში არ მინახავს”.

მილიტო: "ეს წელი იყო ჩემი პირველი სეზონი არგენტინის "ინდიპენდიეტეს” პირველ შემადგენლობაში. მე გადავედი "მალიორკაში”, რადგან იმ წელს ბევრი არგენტინელი ირიცხებოდა იმ გუნდში. მე ის თამაში არ მინახავს, მაგრამ ვნახე თამაშის საუკეთესო მომენტები”.

ალვეში: "მე ვიყავი 15 წლის და ვთამაშობდი ბრაზილიურ "Sport Club Baia”-ში 16 წლამდელთა გუნდში. ის სეზონი ბოლო იყო ჩემი ბრაზილიაში ყოფნისა, მე გადავედი "სევილიაში”".

გლები: "ეს სეზონი იყო ჩემი პირველი "შტუდგარდში”, მე დავტოვე ბელორუსია”.

აბიდალი: "მე ვიყავი 19 წლის და ვთამაშობდი "ლიონის” ბ-გუნდში”.

ტურე: "მე ვიყავი 15 წლის და ვთამაშობდი "ASEC”- ის ახალგაზრდულ გუნდში”.

ხორკერა: "ეს იყო ჩემი ბოლო სეზონი "ბარსა”-ც ში, მე გადავედი "ბარსა”-ბ ში. მე ეს ფინალი ტელევიზორში ვანხე ჩემს ოჯახთან ერთად”.

სანჩესი: "მე ვიყავი 11 ის და ვთამაშობდი "Jabac Terrassa”- ს 12 წლამდელთა გუნდში. მე ფინალი ვნახე სახლში”.

პედრო: "მე ვთამაშობდი 12 წლამდელთა გუნდში "San Isidro”- ში. ამ კლუბის შემდეგ მე ჩავირიცხე "ბარსელონას” აკადემიაში. მე ფინალი სახლში ვნახე”.

ბუსკეტსი: "მე ამ დროს ვთამაშობდი "Barbera” ში.

წყარო www.fcbarcelona.cat

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.