მესი ესპანეთს გულშემატკივრობს

  • 23-06-2012, 12:18
  • მესი ესპანეთს გულშემატკივრობს

    მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ფავორიტი ესპანეთის ნაკრები, რაც გასაკვირი ალბათ არავისთვის ყოფილა.

    "სიმართლე გითხრათ, ევროპის ჩემპიონატს თვალს ყურადღებით ვადევნებ. არის ერთი ნაკრები, რომელსაც ვგულშემატკივრობ. ეს ესპანეთია, რადგან ამ გუნდში ბევრი ჩემი თანაკლუბელი თამაშობს. იმედი მაქვს, ისინი ჩემპიონები გახდებიან" - ციტირებს მესის სიტყვებს Diez.

    შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, მესის 7 თანაკლუბელი თამაშობს. ესენი არიან: ვიქტორ ვალდესი, ხერარდ პიკე, ჩავი ერნანდესი, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი და პედრო როდრიგესი.

    "ფურია როხა" მეოთხედფინალურ შეხვედრას დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე, საფრანგეთთან გამართავს. პირდაპირი რეპორტაჟის ყურება შეგიძლიათ საიტის Free-Live.TV -ს დახმარებით.

    თეგები: მესი


    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.