მატა: "არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც გუნდში ინიესტა გყავს"

  • 9-06-2012, 08:07
  • მატა: "არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც გუნდში ინიესტა გყავს"

    ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ხუან მატა აცხადებს, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც შენს გუნდში ანდრეს ინიესტა თამაშობს.

    "ინიესტა გამოსავალს ისეთ სიტუაციაში პოულობს, როგორშიც ამას ვერავინ ახერხებს. მას შეუძლია, პაუზა გააკეთოს ისეთ დროს, როდესაც, თითქოს, მაქსიმალური სისწრაფეა საჭირო. ანდრესი გადამეტებულად არასდროს ჩქარობს. ანდრესი ფლობს შესანიშნავ ტექნიკას და ისეთ პასს, როგორის გაკეთებაც მხოლოდ მას შეუძლია. ამის წყალობით, მას მეტოქის დაცვის გარღვევა შეუძლია. გყავდეს გუნდში ანდრეს ინიესტა, ეს საუკეთესოა, რაც შეიძლება მოხდეს" - აცხადებს ხუან მატა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.